„ხაშურულად გეტყვი-,,ქვაცა გაქვს და კაკალიც”, მიხედე შენს ბიზნესებს…“

იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო კავშირის“ ხელმძღვანელი, მამისა ჯაფარაშვილი არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვალერი გელაშვილს საჯაროდ მიმართავს:

-“მე როგორც ხაშურელი, რომელიც 34 წელია ხაშურში ვცხოვრობ, არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვხატო, არჩევნების მეორე ტურამდე ბოლო დღეა დარჩენილი, მინდა მივმართო ბატონ ვალერი გელაშვილს.

ბატონო ვალერი, მე პირადად ადამიანურად თქვენგან დავალებული ვარ, რადგან დამეხმარეთ, რომ არა თქვენ ალბათ გიორგი გურასპაშვილი ჩემი გოგოს სამსახურში მიღებაზე ხელის მოწერას დღემდე იფიქრებდა. მადლობა ამისთვის.

მაგრამ თუ ხაშურლები არ აგირჩევენ, ნუ გაბრაზდებით, რადგან პარლამენტარი, რომელიც 3 მოწვევის დეპუტატია და 12 წელი პარლამენტარის მანდატი განდეს ხაშურლებმა, სულ მცირე 3 კანონის ინიციატორი მაინც უნდა იყოთ.

მე პირადად 2012 წელს ზუსტად სამი საკანნონმდებლო ცვლილებისთვის საინიციატივოდ მოგიტანეთ წინადადება, მაგრამ ვეჭვობ ვერ გაიგეთ.

საერთოდ მიკვირს პარლამენტარები ეკლესიების აშენებას ხალხს რომ გვამადლით, თქვენ კანონები უნდა შექმნათ, ისეთი, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურად შეიძლებოდეს. ეკლესიებს კი უფალი ქრთამად თუ მიიღებს თქვენგან, ეს მისი გადასაწყვეტია და როგორც ჩემმა დედამთილმა იცოდა, თუ ოდესმე ეს იგრძენით, ჭალის სასაფლაოზე ჩამომძახეთ.

დროა სპეკულიანტებმა, ჩარჩებმა, სოვდაგრებმა პარლამენტი დატოვონ!

ხაშურულად გეტყვი კიდევ, ჩემო ძმაო ,, ქვაცა გაქვს და კაკალიც”, მიხედე შენს ბიზნესებს, შენ სხანაირადაც შეგიძლია თუ გინდა სიკეთე აკეთო…”

 

 

 

კომენტარის დატოვება