სარფის საბაჟო-სკანდალის კერა თუ ტექნიკური პრობლემა…

სარფის საბაჟო შეფერხებით მუშაობს, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, ჭორი და მართალი ერთმანეთში აირია. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარფში თურქულ მხარეს, ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს და მამაკაცი, რომელიც ბომბის აფეთქებას ცდილობდა გაუვნებელყოფილია, არ დაადასტურა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

1477671881580787

მისი თქმით, სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხება მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

სარფის საბაჟოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. განცხადებაში  ნათქვამია, რომ შეფერხება ტექნიკური ხარვეზით არის განპირობებული, თუმცა მისი გამოსწორების ზუსტი დრო უცნობია. სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და ცხელი ხაზის ნომერს ასაჯაროვებს.

“საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო: +905413262226,

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი: +995322945050”-ვკითხულობთ განცხადებაში.

ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საზოგადოება „ივერიის“ წარმომადგენელს, დავით ნებიერიძეს, რომელიც აცხადებს, რომ შესაძლოა სარფის საბაჟოზე შექმნილმა მდგომარეობამ დიდი სკანდალი ააგოროს.

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94

-„სარფის საბაჟოზე სერიოზული გნიასია. უმრავლესობამ ეს ფაქტი ქოცების მორიგ უნიათობას დააბრალა და უბრალოდ გაატარა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა საქმე უსერიოზულეს სკანდალთან გვაქვს. მოდით თანმიმვდევრულები ვიყოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ გამოჟონილ მწირ ინფორმაციას:

ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქმე ეხება მონაცემთა ბაზებთან წვდომის პრობლემას.რომელიც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეების იმ კაეგორიას ეხება რომლებიც საზღვარს ID ბარათებით კვეთავენ. ზუსტად ამიტომ ჩაიკეტა საზღვარი მხოლოდ თურქეთთან და არა ნებისმიერ სხვა ჩვენს მეზობელთან. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი ჭირდებათ.

ზუსტად აქ დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მთლიანად დაანგრევს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. როგორც ჩანს საქმე ეხება წულუკიანის უწყების მიერ უზარმაზარი რაოდენობით დაბეჭდილ ყალბ პირადობის მოწმობებს – ID ბარათებს.რომლებიც განკუთვნილი იყო საარჩევნო კარუსელების დასატრიალებლად და “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში შესანიშნავად განახორციელა ეს კრიმინალური სპეცოპერაცია. მაგრამ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ის პირი რომელმაც დამატებითი სარგებლის მიღება მოინდომა და საქართველო-თურქეთის საზღვარი ამ გაყალბებული პირადობის მოწმობებით გადაკვეთა. რამაც შესაბამისად სერიოზული პრობლემები და სკანდალი გამოიწვია თურქული მებაჟეების და სპეც სამსახურების რიგებში. როგორც ჩანს ამ სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქართულმა მხარემ სრულად ჩაუკეტა წვდომა მონაცემთა ბაზებთან თურქული მხარისთვის. რის შედეგადაც ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ID ბარათით ვეღარ ახერხებს თურქეთში შესვლას.

იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება: “პრობლემა ორშაბათისთვის მოგვარდებაო”. ანუ, მიუხედავად სერიოზული სკანდალის საშიშროებისა მავანნი მაინც ვერ ელევიან არჩევნების გაყალბების ამ ინსტრუმენტს და კვირას დანიშნული მეორე ტურები იგივე მეთოდით უნდათ გააყალბონ. მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდავენ მონაცემთა ბაზებს და აღუდგენენ თურქულ მხარეს ID ბარათების ბაზებთან წვდომას.

აი, რა მოულოდნელად იჩინა თავი კრიმინალურმა ფაქტმა. თან ისეთი მხრიდან საიდანაც საერთოდ არ ელოდნენ ქოცები. ას პროცენტიანი სანდოობით ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია. მაგრამ, იმდენად საგანგაშო ინფორმაციაა, რომ ოპერატიულად საჭიროებს მაქსიმალურ ჩარევასა და მხილებას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ სკანდალმა შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და ამხილოს ქართული ოცნება არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში“-წერს ნებიერიძე.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შექმნილი მდგომარეობის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული პასპორტის მქონე იმ პირების გადმოყვანაზე, რომელთაც პასპორტზე ვადაგადაცილება არ აღენიშნებათ.

11weqweqweqwe

მისივე თქმით, მსგავსი ტექნიკური პრობლემა მხოლოდ სარფის საზღვართან არ არის და ანალოგიური პრობლემები სხვა სასაზღვრო პუნქტებთანაც ფიქსირდება.

„ეს არის სისტემური პრობლემა მთელი თურქეთის ტერიტორიაზე და ვფიქრობ, ძალიან მალე ეს პრობლემა გადაწყდება, როგორც სარფის საბაჟოზე, ისე სხვა მიმართულებით.
ჩვენ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც საბერძნეთიდან შემოვიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, მსგავსი პრობლემები იქაც იყო, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა კომპლექსურად გადაწყდება უახლოეს პერიოდში“-აღნიშნა პატარაძემ.

 

 

 

კომენტარის დატოვება