“ქართული მარში” დღეიდან “ოცნების” ცენტრალური ოფისის პიკეტირებას იწყებს

“ქართული მარში” დღეიდან “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის პიკეტირებას იწყებს. მოძრაობის ლიდერების მტკიცებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარი ხმების დაცვას ისინი ამ ფორმით შეეცდებიან.

ქართული მარშის“ წევრების ინფორმაციით, პიკეტირებას სისტემური ხასიათი ექნება და არ გაჩერდებიან, სანამ არჩვენების შედეგები არ გაუქმდება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა მარშმა-ეროვნულმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით ხმების 0, 25%-ის მოგროვება შეძლო.

“ეს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ქართულმა ოცნებამ დააყაჩაღა ქართველი ხალხის ნება. ჩემს ოჯახში პირადად, სადაც 7 ადმიანი მივედით ხმის მისაცემად, მხოლოდ ერთი ხმა დაწერეს,“ – განაცხადა ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” გენერალური მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა.