ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.