“პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწონილი”

ოპოზიციის აქციაზე, რომელიც არჩევნების გასაპროტესტებლად იმართება, ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის მოხნის ფაქტს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იქნება:

“პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწონილი”. – ამბობს კობახიძე.