ხუბუტია ბიჭიკაშვილს ემუქრაბა, ჭყოიძემ კი მსახიობებს კი „კიკუები“ უწოდა

რამდენიმე დღის წინ სოჭში მომღერალმა ნინო ჩხეიძემ, ნიკა არაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა ადგილობრივი ქართული დიასპორისთვის კონცერტი ჩაატარეს, რომელიც საპროდუსინგო კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. კონცერტის რეპერტუარი ქართულენოვანი იყო და მასში ადგილობრივი ქართული ანსამბლი “ივერიაც” მონაწილეობდა. კონცერტის მომზადებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული არ ყოფილა. სოჭში ამ ჯგუფის გასტროლს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

კონცერტის ჩატარებას გამოეხმაურა “რუსთავი-2-ის” გენდირექტორი, ნიკა გვარამია.

 გვარამია წერს:

“რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემს მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:

1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის – რ2ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენს მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.

2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან.

შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზე. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.

3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ – რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც – ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს.

ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის”.

საქმე აქ არ დასრულებულა და გვარამიას სტატუსს ვახო ბიჭიკაშვილი გამოეხმაურა.

“ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ რომ რო ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი კონცერტი!

კონცერტს ესწრებოდა სრულად ქართველი ადამიანები და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია!”

ბიჭიკაშვილის კომენტარი მედიაში გავრცელდა-იხ.

http://www.allmedia.ge/sazogadoeba/item/7052-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97,-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90,-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%97,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D

რასაც თავის მხრივ მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა, ბიჭიკაშვილს ცხოველი , სააკაშვილის მასხარა უწოდა და დაემუქრა კიდეც.

იხ.

https://www.facebook.com/mihail.hubutiya/posts/1497084150342287

ხუბუტიას „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძეც მიემხრო და კომენტარებში ბიჭიკაშვილს და მის თანამოაზრეებს „კიკუები“ უწოდა.