სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი შეირჩა

სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან  ხუთი კანდიდატი შეარჩია.

ჯამური ქულების მიხედვით, ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.

ხუთკაციანი სია საქართველოს მთავრობას ივნისში გადაეგზავნება, საიდანაც მთავრობის წევრები შეარჩევენ სამ კანდიდატს, რომელთა დოკუმენტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი ათწლიანი ვადით შეირჩევა.