„თუ ამოწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა“-ნორმალურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს საქართველოს სოფლების აღორძინება

მიხეილ მუმლაძე
  „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი

პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

რატომ არ ყიდიან მიწას უცხოელებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, იაპონიაში, კანადაში თუ ირლანდიაში?

იცით თუ არა თქვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამხელა ტერიტორიაზე უცხოელებზე გაყიდულია მიწების მხოლოდ 1%-ი?

ვიღაცეებმა დღეს, რომ თქვან საქართველოს მთავრობაში, რომ მიწებს კი არ ვყიდით მხოლოდ 49 წლით მივცემთ უცხოელს მიწას დაამუშავებს, მოსავალს მოიყვანს, ბიუჯეტში ფულს შეიტანს, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და 47 წლის შემდეგ დაბრუნებსო!

შენ! დღევანდელი საქართველოს უვიცო, უსაქმურო, მთავრობის წევრებო და მთავრობის ხელმძღვანელებო საქართველოში 30 წელია პატიაშვილიდან, გუმბარიძიდან, სიგუადან დაწყებული ერთმანეთზე უფრო უარესი მთავრობა მოდის და რა „ნაგავი“ მოვა 49 წლის შემდეგ იცი?

საქართველო ხომ მცირე მიწიანი და ძალზე რთული მთიანი რელიეფის ქვეყანაა. აქ სახნავ მიწას 26 პროცენტი უჭირავს და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მხოლოდ 0,62 სასოფლო სამეურნეო სავარგული მათ შორის 0,17 ჰა სახნავი მოდის.

საქართველოს ტერიტორიის თითქმის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის ერთი მეოთხედი საზღვარგარეთაა წასული ლუკმა-პურის საშოვნელად. 2017 წლის І კვარტალში მხოლოდ ფულადი გზავნილების მიხედვით საქართველოს მოსახლეობამ მიიღო:
1. რუსეთიდან 95 მილიონი დოლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 21%-ია;
2. ამერიკის შეერთებული შტატებიდან 31.4 მილიონი, ზრდა 17%-ია;
3. საბერძნეთი – 30.9 მილიონი, ზრდა 13%-ია;
4. იტალია – 30.6 მილიონი, ზრდა 8%;
5. თურქეთი – 23.28 მილიონი;
6. ისრაელი – 22.5 მილიონი, ზრდა 49%;
7. ესპანეთი – 7.2 მილიონი, ზრდა 5%;
8. გერმანია – 7.1 მილიონი;

ქართული მიწები თუ გაიყიდა ცოტა ხანში ეს ტერიტორია საქართველო აღარ იქნება! ნორმალურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს საქართველოს სოფლების აღორძინება. ქართული სოფლები პირველ რიგში უნდა აღდგეს იქ სადაც ძალზე ნაკლებია ქართული მოსახლეობა ან საერთოდ არაა მოსახლეობა! ესენია მთელი ჯავახეთი, ქვემო ქართლი, ხევსურეთი, თუშეთი, ზემო რაჭა და სვანეთი.
აღდგენილ სოფლებში უნდა შეიქმნას სხვადასხვა სახის ფერმერული მეურნეობები და საწარმოები. უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ყველა სოფელში მოსახლეობისათვის 6-7 მსხვილფეხა საქონლისთვის მინი ფერმების მშენებლობა.
გაიხსენეთ რას წერდა არჩილ მეფე, რომელიც ძალზე შესანიშნავი პოეტიც იყო:
„თუ ამოწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა“.