გაჩენილ ხანძარს მამა შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

დავით ცხვარაძე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლში გაჩენილ ხანძარს, მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა 28 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ცეცხლს 5 სახანძრო მანქანა დილის შვიდ საათამდე აქრობდა. მაშველებმა ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ შეძლეს. სახლი სრულად დაიწვა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ბუნებრი აირის ბალონის აალება სახელდება გამოძიება სსკ–ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაცია ამის შესახებ ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხმა მოგვაწოდა”