გზა დააგეს, მაგრამ დაზიანებული მილის შეკეთება აზრადაც არავის მოსვლია…

დავით ცხვარაძე

როგორც ჩვენს მკითხველს ახსოვს სულ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გაჩენილ “ფანტანზე” გიყვებოდით, რომელმაც საკმაოდ შეაწუხა მოსახლეობა.

ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა. ქუჩაზე გზა გვიან ღამით დაიგო, თუმცა დაზიანებული მილი არავის შეუკეთებია ახლად დაგებულ ასფალტს ისევ აყრა ემუქრება.

ქუთაისში, ხუნდაძისა და მაისურაძის ქუჩაზე ახლად დაგებული გზა წყალმა დააზიანა. წყალქცევები ამწუთებშიც მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებში გზის საფარი გუშინ გვიან ღამიდ 3 საათზე დაიგო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე კომპანიის ტექნიკური სამსახური იმყოფება რომელიც დაზიანებას სწავლობს. თუმცა მოსახლეობა საპირისპიროს აცხადებს მათივე თქმით ადგილზე ამდრომდე არავინ მისულა ახალდ დაგებულ ასფალტს კი ისევ აყრა ემუქრება შეგახსენებთ: ხუნდაძის ქუჩა ეს ის ყველასგან მივიწყებული ქუცა სადაც ასფალტის ნაგებობა და ფილები ისე დაიგო მიწის ქვეშ სანიაღვრე და საკანალიზაციო მილების გაყვანა დაავიწყდათ, პრობლემა ცნობილია ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულისთვისაც, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დავით აბუთიძე რომელიც აღნუიშნულ ქუჩებში პრობლემას ელვისისწრაფით აგვარებს ადგილზე თითქმის არც მისულა.