ბრიტანელები სხეულზე ფუტკრის ტატუირებით ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს ეხმარებიან

ბრიტანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპული ოჯახების დასახმარებლად ათასობით ტატუ-სალონმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო.  ადგილობრივები სხეულზე ფუტკარს იხატავენ, რომელსაც, მათი განმარტებით სიმბოლური დატვირთვა აქვს და შრომისმოყვარე ბრიტანელებთან ასოცირდება.  ბოლო დღეებში აქციას ათასობით მსურველმა მიმართა.  ტატუს გაკეთება  40-100 ფუნტი ღირს. “ეს ტატუ არის მანჩესტერის მოსახლეობის ერთიანობის და სოლიდარობის ნიშანი, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა, ჩვენ დღეს ყველა ერთად ვართ”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.