დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს – ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.

„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად.

ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია – ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში“,- აცხადებს ტრამპი.