Reuters-მა მორიგი მტკიცებულება მოიპოვა იმისა, რომ ეკატერინე ტიხონოვა პუტინის შვილია

Reuters-ის ცნობით, მან ახალი მტკიცებულება მოიპოვა იმის შესახებ, რომ კატერინა ტიხონოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმეტრ პუტინის შვილია.

ტიხონოვასა და პუტინის ნათესაური კავშირი სააგენტოს როკ-ენ-როლის მსოფლიო კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მანფრედ მოჰაბმა დაუდასტურა.

კითხვაზე, იცის თუ არა მან, რომ ტიხონოვა პუტინის ქალიშვილია, მოჰაბმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა, ვიცი”

Reuters-მა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატერინა ტიხონოვა, რომელიც სპორტული როკ-ენ-როლით არის დაკავებული, პუტინის უმცროსი ქალიშვილია. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-იც იუწყებოდა.

ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია. ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ რეჟისორთან ოლვერ სტოუნთან ინტერვიუში, შვილიშვილებზე ისაუბრა.

ინტერვიუს დროს, რეჟისორი დაინტერესდა პუტინის ოჯახით, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰყავს შვილიშვილები, რომლებიც ძალიან უყვარს, თუმცა, მათთან თამაშის დრო არ რჩება.

ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ცოლს კი ის 2013 წელს გაშორდა.