საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. არსებული ინფორმაციით, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო მავთულხლართები.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  ასევე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.