ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლებას სახელმწიფო დაცვის სამსახური ადასტურებს

პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშვნიდან სამ თვეში ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გადააყენეს. ამ დროისთვის უცნობია მისი შემცვლელის ვინაობაც. თუმცა, ბუჩუკურის გათავისუფლებას სახელმწიფო დაცვის სამსახურში უკვე  უდასტურებენ.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში აცხადებენ, ცვლილება ჩვეულებრივ, გეგმური როტაციის წესით მოხდა. ბუჩუკური კვლავ აგრძელებს მუშაობას უწყებაში, თუმცა მის ადგილს არსებულ რამდენიმე კანდიდატს შორის ის დაიკავებს, რომელსაც თვითონ პატრიარქი შეარჩევს.