10 ივნისს „არგო“ პემიერაზე გეპატიჟებათ!

10 ივნისს ფოთის  სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფოთის მერიის ხელშეწყობითა და  თეატრის ხელმძღვანელების თანადგომით, საბავშვო თეატრი „არგო“, ხელმძღვანელი გუჯა ქარაია,  პრემიერას გამართავს.

წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის „ბოშები“.

პატარა მსახიობები დიდი მონდომებით ემზადებიან პრემიერისთვის. თეატრში მისული მაყურებელი მართლაც რომ ულამაზეს წარმოდგენას იხილავს ლამაზი კოსტიუმებით და მუსიკალური გაფორმებით.