არ მოგცემთ საშუალებას, მომხმარებელი უკანონოდ დაჩაგროთ!-„მემარცხენე ალიანსის“ საპროტესტო აქცია(ვიდეო)

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“-ს წინააღმდეგ, დღეს პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ კოლმეურნეობის მოედანზე,  სამარშრუტო ტაქსების  გაჩერებასთან საპროტესტო აქცია გამართა, კომპანიის უმთავრესი ვალდებულების – კომფორტული მგზავრობის – შესრულების მოთხოვნით.

დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ზაფხულში სამარშუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის ჩართვა და მგზავრთა კომფორტული გადაყვანა, რის გამოც ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს მგზავრობა. მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრების ხშირი თხოვნა-მოთხოვნის მიუხედავად გაგრილების სისტემას მაინც არ რთავენ, მით უმეტეს, რომ მათ ამის ვალდებულება აქვთ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის’’ წინაშე, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მთავარი დამნაშავეა, რადგან ვალდებულია გააკონტროლოს  მძღოლები და პირნათლად შეასრულოს ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.

აღნიშნული პრობლემა „მემარცხენე ალიანსმა“ და პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ  აქციაზე გააპროტესტეს.

-“მემარცხენე ალიანსი” მთელი ზაფხული ვაპირებთ შრომას და ჩვენი მოსახლეობის გვერდით ყოფნას, ამიტომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ვაფრთხილებთ, დროულად მოაწესრიგონ მიკროავტობუსები, შექმნან შესაბამისი კომფორტი მგზავრებისათვის და ამ ცხელ ზაფხულს ნუ აწვალებენ, ვინაიდან მგზავრები ჩვენ ნაკისრ ვალდებულებას სრულყოფილად ვასრულებთ, ვიხდით იმ გადასახადს, რაც დაკისრებული გვაქვს და დაწესებულია და ამიტომ ის ვალდებულება, რომელიც თქვენზეა დაკისრებული „თბილისის მიკროავტობუსი“, პირველი ვალდებულება, რომ იყოს კომფორტული მგზავრობა, ტექნიკურად მოწესრიგებული მგზავრობა, ეს ვალდებულებები შეასრულეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ზაფხულს გავატარებთ თქვენთან ერთად აქციებით, მანიფესტაციებით და არ მოგცემთ საშუალებას, რომ მომხმარებელი ასე უკანონოდ დაჩაგროთ“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ.

 

კომენტარის დატოვება