Umbrella ე.წ მკვლელი თამაშის საქართველოში გავრცელებაში რუსეთს ადანაშაულებს და 2 საიტის სასწრაფოდ ბლოკირებას მოითხოვს

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი – ორგანიზაცია Umbrella

-ორგანიზაცია Umbrella ე.წ მკვლელი თამაშის საქართველოში გავრცელების ბრალეულობაში ხელს რათქმაუნდა რუსეთს დაადებს, ვინაიდან რუსული მხარე უარყოფს საკუთარ ქვეყანაში ამ თამაშით დაზიანება-თვითმკვლელობის ფაქტებს,როდესაც რეალურად აღნიშნული თამაში ფართოდ არის გავრცელებული რუსეთში და მისგან დაზარალების არაერთი ფაქტი არსებობს,რაც შეეხება ბრალეულობას არის ის,რომ რუსული შესაბამისი სამსახურები არაფერს აკეთებენ აღნიშნული თამაშის განადგურებისთვის და დამნაშავეების გამოვლინებისთვის,სწორედ ეს ყველაფერი უწყობს ხელს ნებისმიერი სახის დანაშაულის გავრცელებას,ვინაიდან დანაშაულის დამალვით დანაშაული იმატებს…

შეგახსენებთ აღნიშნული თამაში აქტუალურია რუსულ სოციალურ ქსელებში,მაგალითად “ოდნოკლასნიკი” და “ვკონტაქტე”, ორივე სოციალური ქსელი აქტიურად გავრცელებულია საქართველოში,რაც შეეხება ფეისბუქს,ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია,რომ აქაც იგივე მაშტაბით ხდება მსგავსი თამაშები,თუმცა რამდენიმე ფაქტზე იყო საუბარი…

ორგანიზაცია Umbrella საქართველოს სპეც.სამსახურებს და ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდებს დროებით დაიბლოკოს საქართველოში ე.წ “ოდნოკლასნიკი” და “ვკონტაქტე” ვინაიდან მთავარი წყარო,ამ თამაშინ გავრცელების სწორედ ეს სოციალური ქსელები გახლავთ,თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოახდენს აღნიშნული საიტების ბლოკირებას,ეს შეფასებული იქნება როგორც უმოქმედობა საკუთარი არასრულწლოვანი ბავშვების დასაცავად…