უკანონო გათავისუფლებები რუსთავში და მოგებული სასამართლო პროცესი

რუსთავის საქალაქო სასამრთლომ მ/წ 31 მაისს დააკმაყოფილა მიხეილ თათარაძის სარჩელი მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე აღადგინისა და დღიური განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ამით ბათილად ცნო ქალაქ რუსთავის მერის ერთ-ერთი უკანონო გადაწყვეტილება. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო დავას ახორციელებს ააიპ „რუსთავის კორპუს“-ის ყოფილი დირექტორი ირმა მესხი, რომლის მომდევნო სასამრთლო პროცესი ჩანიშნულია მ/წ 12 ივნისს.

ააიპ „რუსთავის კორპუს“-ის ყოფილი დირექტორი თვლის, რომ უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და აქვს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების იმედი. რუთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო დავას აწარმოებენ ააიპ „რუსთავის კორპუსი“-დან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები თემურ მჭედლიშვილი და ალეკო ზაკაშვილი. ისინი თვლიან, რომ არ იქნა გათვალისწინებული მათი სამუშაო გამოცდილება და პროფესიონალიზმი და უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რომელთა სასამართლო პროცესი ჩანიშნულია მ/წ 13 მაისს.

ყველა ამ ადმიანს აქვს განცდა, რომ სამართლიანობა აღდგება და თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებების კასკადი რუსთავის მერიაში შეწყდება.

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება ამ იმედს ამართლებს. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ამ უკანონო გადაწყვეტილებების წყალობით, ათასაობით ლარის ზარალი ადგება ქალაქის ბიუჯეტს, რაც გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელი გარემოებაა. იმედია, ქალაქის თვითმართველობა უკეთესად იზრუნებს ბიუჯეტის თანხების სწორად და ეფექტურად განკარგვაზე.