ქაბულში მსხვერპლი გაიზარდა

დღეს ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა უკვე 90-ს აჭარბებს, დაშავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

აფეთქების დროს ტელეკომპანია BBC-ის  ერთი თანამშრომელი დაიღუპა,  ოთხი ჟურნალისტი კი მძიმედ დაშავდა.

ცნობისთვის, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან.”

შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა.