ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს პარლამენტში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს – 1 ივნისს, 15:00 საათზე,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისის პარლამენტის სასახლეში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, (შიდა ქართლის სოფლები: დიცი, დვანი, ზემო ნიქოზი), იმერეთის რეგიონში (აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარები) მცხოვრებ ბავშვებს და ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს.

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას მხარდაჭერას გამოუცხადებს.