“იცლება სოფლები! 200-ზე მეტი უკვე უკაცრიელია! უნდა დაიწყოს აღდგენა!..”

მიხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

საქართველოს 223 სოფელში აღარავინ აღარ ცხოვრობს?  ანუ მალე იქ დაიწყება ხელახლა ჩასახლება?

„თუ ამოწყდეს გლეხიკაცი,
საქართველო დაძაბუნდა“.
არჩილ მეფე

საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით სულ 3633 სოფელია რომლიდანაც
__ 223 სოფელში არავინ აღარ ცხოვრობს!
__ 157 სოფელში 1-დან 5-მდე მცხოვრებია;
__ 828 სოფელში 11-დან 100-მდე ადამიანი ცხოვრობს;
__ ხოლო 503 სოფელში 101-დან 200-მდე მცხოვრებია.
ასე, რომ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში 223 დაცარიელებულ სოფელს რამდენიმე ასეული კიდევ მიემატება.
ყველაზე მეტი ნასოფლარი ხევსურეთში და თუშეთშია;
__ 3 ნასოფლარია აჭარაში;
__ 4 სამეგრელოში;
__ 8 იმერეთში;
__ 10 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვედა სვანეთში;
__ 10 სამცხე ჯავახეთში;
თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 ადამიანი ცხოვრობს, აქედან მხოლოდ ომალოშია 37 ადამიანი 3-4 სოფელში 1-2 და 3 ადამიანია.

უნდა დაიწყოს პირველ რიგში დაცლილი და დაცარიელებული სოფლების აღდგენა და იქ ფერმერული მეურნეობების შექმნა, შესაბამისი საწარმოების, კულტურული და სპორტული ცენტრებისა და ახალი სკოლების მშენებლობა.

ქვეყნისთვის მთავარ სხვა საკითხებთან ერთად უნდა შედგეს დაცარიელებულ კუთხეებში სოფლების აღდგენის გეგმა, რომელიც უახლოეს ხანში ხევსურეთში, თუშეთში, ხევში, ზემო რაჭაში, ჯავახეთში და ქვემო ქართლში დაიწყება. ეს მალე თუ არ დაიწყო ჩვენი მთავრობის მიერ იქ მშენებლობები და დასახლებები დაიწყება სხვა მთავრობების და ხალხების მიერ.

ეს ხალხი სპარსელები იქნებიან, თურქები, ინდოელები, ჩინელები თუ არაბები რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ქართველებისათვის?

ალბათ დროა საქართველოს მთავრობამ პირველ რიგში ეს უსაქმური, უცოდინარი, ორგანიზატორობის უუნარო და არაპატრიოტი გუბერნატორები გაანთავისუფლოს ყველგან და ღირესეული კადრები დანიშნოს!