წულუკიანი ნათელაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივს.

მარინე ცუცქირიძე

პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

– “მაშინ როცა იუსტიციის მინისტრი სასამართლოს სამართლიანი მუშაობით უნდა იყოს დაინტერესებული, ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ ჩივილითა დაკავებული. წულუკიანმა 2 თვის წინ მიმართა სასამართლოს და დაჩქარებული წესით ჩაინიშნა პროცესი, მაშინ როცა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ ბევრად ადრე არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იგივე საფუძვლებით, მსაგავსი შინაარსის სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა, დღემდე პროცესი არ ჩანიშნულა. ასევე, 2016 წლის ოქტომბრის თვეში იმავე მოსამართლესთან, (ქეთევან კუჭავა), რომელმაც წულუკიანის პროცესი ჩანიშნა, შალვა ნათელაშვილმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის- სარჩელით მიმართა ტელეკომპანია მაესტროს წინააღმდეგ. დღემდე არც ეს პროსეცი არ ჩანიშნულა.

მარინე ცუცქირიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქეთევან კუჭავა დააკმაყოფილებს წულუკიანის სარჩელს და უგულველჰყოფს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებს, მაშინ უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს შალვა ნათელაშვილის სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ.

სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მოსარჩელის პოლიტიკურ შეხედულებებზე.

პროცესი მიმდინარე წლის ივლისის პირველ ნახევარშია ჩანიშნული.