მუხთარლის ადვოკატი ჟურნალისტის საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი ითხოვს მუხთარლის საქმე შინაგან სამინისტროს ნაცვლად პროკურატურამ გამოიძიოს. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, ჟურნალისტის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ  მის გატაცებაში სწორედ ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ,  ამიტომ ისინი ვერ გამოიძიებენ ობიექტურად ამ გახმაურებულ საქმეს.

მუხთარლის გატაცებასთან  დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტები და  „ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლები დღეს  ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ, რომელსაც ჟურნალისტის ირგვლივ  არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. ჰერმანი ქართველ სამართალდამცავებს აღნიშნული საქმის სწრაფად  გამოძიებისკენ მოუწოდებს.