ძლიერი ფერმერი ძლიერი სოფლის და ჯანსაღი მომავლის საწინდარია

15ოქტომბერი, გაეროს მიერ დაარსებული სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, რომლის აღნიშვნისთვის ამჯერად შეირჩა ქ. თელავი.

გაეროს განვითარების პროგრამამ საზოგადოებას გააცნო კამპანია #თანასწორობაგვჭირდება. ხოლო ფერმერ ქალთა ასოციაციამ ეს დღე ტრადიციულად ფერმერი და სოფლად მცხოვრები შემოქმედი ქალების ნაწარმისა და ნამუშევრების გამოფენა გაყიდვით აღნიშნა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოადგენილი იყო პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქ მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა შეეძინა ეკოლოგიურად სუფთა, ნამდვილად ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტი.

როგორც ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირინე ფხოველიშვილმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში აუცილებელია ფერმერი ქალების ხელშეწყობა. მისი თქმით, ასეთი გამოფენა-გაყიდვები სხვა რეგიონებშიც მოეწყობა.

ფერმერ ქალთა ასოციაცია მადლობას უხდის რესტორან „მალას გარდენის“ მესვეურებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.