ინდოეთში ავარიის შედეგად 22 მგზავრი ცოცხლად დაიწვა

ტრაგედია მოხდა ინდოეთში.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალაქ ბარელთან ახლოს  22 მგზავრი ავტობუსში ცოცხლად დაიწვა.  წინასწარი ინფორმაციით, მგზავრების სავსე ავტომობილი  მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა,  დიზელზე მომუშავე ავტობუსის სალონს ცეცხლი უცებ მოედო.  მძინარე მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა.   შემთხვევის ადგილას სწრაფად მივიდნენ მაშველები, სახანძრო დახმარება და სასწრაფო მანქანის ბრიგადა, თუმცა ცეცხლში გახვეული ავტობუსიდან ვერცერთი ცოცხალი მგზავრი ვეღარ გამოიყვანეს.