“საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხტრალის საქართველოდან გაუჩინარებასა და მის აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს.

“შემიძლია გითხრათ, ჩემი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. მე შევთავაზე აფგან მუხტარლის ოჯახს, ცოლს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ არის დაკავებული, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.