მივმართავ ხელისუფლებას! რეალურად იზრუნოს სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს  რეალურად იზრუნონ საქართველოს მოქალაქის სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის.

– „როგორც მედიით გახდა ცნობილი, აფრიკაში, კონგოში ტყვეობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ოთხი შვილის მამა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალვანელი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოელი მეამბოხეები სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად “ემ-23”-ის მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. ხოლო დასავლური მედიის ცნობით, ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

მივმართავ ხელისუფლებას! რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გასანთავისუფლებლად…რაც ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებასაც წარმოადგენს ხოლო საქართველოს კონსტიტუციის – 13 მუხლში აღნიშნულია, რომ   საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

სამწუხაროდ დღემდე სახელმწიფოს მხრიდან სოსო ოსურაულის განთავისუფლებასთან დაკავშირებით რეალურ შედეგს საზოგადოება ვერ ხედავს, მივმართავთ ხელისუფლებას ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდეს სამშობლოს და მის ოჯახს“ -აცხადებს უფლებადამცველი.