„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის საბურთალოზე კიდევ ერთი ახალი სკვერი ეწყობა“

ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე გაეცვნენ.

საბურთალოზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სულ მალე ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი ზონა და მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი. საბურთალოს გამგეობამ უკვე მოაწყო სპორტული სტადიონი და დადგა სავარჯიშო ტრენაჟორები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ამ სკვერის მოწყობის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება საბურთალოს“- განაცხადა დავით უთმელიძემ.