„გაჯობათ ყველას ქანთარიამ და თქვა… რას უზამენ? დახვრიტავენ?“

უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას კომენტარს ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით, კახა კუკავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

-„ა ბიჭო, გაჯობათ ყველას ქანთარიამ და თქვა, რომ ეს საარჩევნო სისტემა უსინდისოა. რას უზამენ? დახვრიტავენ?

გული მწყდება, ჩემს ყოფილ თანამებრძოლებზე, რომელიც დუბინკას უძლებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ ფულს ვერ გაუძლეს და დღეს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული”.

ცნობისთვის, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ „საარჩევნო სისტემა სუსტია, რადგან ადამიანებმა სხვებს მისცეს ხმა და უცბად ეს ხმები უნდა წავიდეს, სულერთია ოცნება იქნება თუ სხვა, პირველ ადგილზე გასულთან“.