ოჯახის წევრის გარდაცვალება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი აღარ იქნება

ჯანდაცვის სამინისტრომ პარტია „ახალი საქართველოს“ ინიციატივა გაითვალისწინა.

ინიციატივის თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალება აღარ გახდება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი. დღეისთვის ასე იყო –  თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, მთელს ოჯახს დახმარება უჩერდებოდა და პროცედურის გავლა შემწეობის მისაღებად თავიდან უნდა დაწყებულიყო.