„ხელისუფლების სრული უზურპაციის მცდელობა! „ოცნება“ ცუდად დაამთავრებს!“

პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში, ირმა ინაშვილი მორიგ საარჩევნო კატასტროფად აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერო ცუდად დასრულდება „ოცნებისთვის“.

-„მორიგი საარჩევნო კატასტროფა! ხელისუფლების სრული უზურპაციის მცდელობა! “ქართული ოცნებისთვის”ცუდად, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი!“-წერს ინაშვილი.

ცნობისთვის – შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა დამოკიდებულია პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლებაექნება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თუ დღეს მოქმედი წესის თანახმად, პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრიდან „ქართულ ოცნებას“მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ოთხი წევრი ეყოლება. ცვლილება მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ არის მომზადებული და, პროექტის მიხედვით, ის ძალაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შევა.