„თანამშრომლობის ერთობლივი გაძლიერება“

სოფიო ქაცარავა და კახაბერ კუჭავათანამშრომლობის ერთობლივი გაძლიერებაკონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა რიგაში გაემგზავრნენ.

ლატვიის დედაქალაქში, ქართველი დეპუტატები სუამ-ის, ბენელუქსის პარლამენტის, ნორდიკული საბჭოს, ბალტიური ასამბლეის და ვიშეგრადის ქვეყნების ერთობლივ კონფერენციაში „თანამშრომლობის ერთობლივი გაძლიერება“ მიიღებენ მონაწილეობას.

სოფიო ქაცარავა შეხვედრებს გამართავს ლატვიის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან ასევე, ლატვიის პარლამენტში ეუთო-ს დელეგაციის თავმჯდომარესთან.