“მემარცხენე ალიანსის” საკანონმდებლო წინადადება თავდაცვის შესახებ კანონში

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანიამ პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე, რითაც სოსო ოსურაულის დასახსნელად ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლები შეიქმნება.

საკანონმდებლო წინადადებას უცვლელოდ გთავაზობთ:

 

ქ. თბილისი:                                                                                                           2017 წლის 8 ივნისი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს თავდაცვის“ შესახებ კანონში, განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მემარცხენე ალიანსის  საკანონმდებლო წინადადება:

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სამხედრო ღონისძიებების საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმოების საკანონმდებლო უფლების შესახებ

 

კონგოელი მეამბოხეების მიერ საქართველოს მოქალაქის სოსო ოსურაულის დატყვევებამ მისი მოვალეობის შესრულების დროს დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს მისი დახსნის ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნიათ. აღნიშნულმა ფაქტმა გადაგვაწყვეტინა მოგვემართა, რათა ეს სამართლებრივი ხარვეზი გასწორდეს და საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც თავი დაცულად იგრძნოს. ასევე არსებუკუ კანონმდებლობით საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირები და დიპლომატები შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მხოლოდ სხვა ქვეყნის იმედად არიან დარჩენილნი

საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლება გასცეს ბრძანება დაიცვას მოსახლეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში 73 პრიმა მუხლის 4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ქვეყნის მთავარსარდალს დაემატოს ბრძანების უფლება, რითიც საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები შეძლებენ  საქართველოს მოსახლეობის დაცვას შეიარღებული თავდასხმისგან.

საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის“ შესახებ მკაფიოდ განსაზღვრავს საფუძვლებს და ფუნქციებს მოსახლეობის თავდაცვის საკითხებში ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ არაფერია ნათქვამი ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული თავდასხმისგან როგორ დავიცვათ, თითქოს საზღვრის დატოვებით ისინი ავტომატურად ტოვებენ მოქალაქეობას. არსებული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე შემოვდივართ საკანონმდებლო წინადადებით, გთავაზობთ  საქართველოს კანონში „საქართველოს თავდაცვის“ შესახებ  შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის“ შესახებ

მუხლი 2 თავდაცვის საფუძვლები

პუნქტი 4

საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, დიპლომატებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის, მოქალაქეების დაცვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული თავდასხმისგან

 

პატივისცემით ,

“მემრაცხენე ალიანსის” თავმჯდომარე                                               კ, ძაგანია