“ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გასათვალისწინებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს”

ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივან

‘’ცხადია, გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი მიმართულებით, თუკი ასეთი ცვლილებები ხორციელდება, ის აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს წარმომადგენლობითობას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შემქნას.

ამ რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და რაც ცვლილებებზეა საუბარი და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს”