საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვები პარლამენტში სრულდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვები პარლამენტში სრულდება. ცნობილია, რომ დღეს პროექტზე იურიდული კომიტეტი იმსჯელებს.

დეპუტატები სხვა კომიტეტებზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს შეაჯერებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკევა, რა ცვლილება შეიძლება აისახოს არსებულ ვარიანტში. იურიდიულმა კომიტეტმა  სასესიოდ დასკვნა უნდა მოამზადოს.

უკვე ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწების გასხვისების აკრძალვა ტექსტში აისახება და კონსტიტუციაში ჩაიწერება. ინიციატივის მიხედვით, მიწის ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ექნება.

როცა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საბოლოო დასკვნას მიიღებს, ქვეყნის უზენაეს კანონზე კანონმდებლები მსჯელობას პლენარულ სხომაზე გააგრძელებენ.