„ნამდვილად მოსალოცი ამბავია! მიწის საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდება!“

რამდენიმე დღის წინ ზვიად ტომარაძემ, სოსო მანჯავიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ მთავრობას საჯაროდ მიმართეს და ქართული მიწის გაყიდვის საკითხზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1/

ეკა ბესელიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვაზე პარლამენტი მორატორიუმს გამოაცხადებს. დეპუტატის განმარტებით, მორატორიუმი გაგრძელდება კონსტიტუცით მიწის ყიდვის აკრძალვის ძალაში შესვლამდე.

მთავრობის გადაწყვეტილებას ზვიად ტომარაძე გამოეხმაურა და დადებითი შეფასება მისცა.

-„ნამდვილად მოსალოცი ამბავია!!! ეკა ბესელიას განცხადებით სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, მორატორიუმი გამოცხადდება!!!

როგორც გახსოვთ 2 ივნისს ხელისუფლებას ღია წერილით მივმართეთ (სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზვიად ტომარაძე) სადაც ვითხოვდით მორატორიუმის დაწესებას!!! ხელისუფლებამ გაიზიარა ჩვენი შეთავაზება! გარდა ამისა, უკან გაიწვიეს ის 21 დეპუტატის მიერ წარმოდგენილი ანტიეროვნული კანონპროექტი, რომლის მიუღებლობაზეც ასევე ვსაუბრობდით წერილში!“