ოპოზიცია ცდილობს, საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანოს და განსაკუთრებით სახელი ჩვენს მოძმე ხალხში – უკრაინაში გაუტეხოს – სოზარ სუბარი

ოპოზიცია ცდილობს, საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანოს და განსაკუთრებით სახელი ჩვენს მოძმე ხალხში – უკრაინაში გაუტეხოს, რომელსაც შესაძლებლობების ფარგლებში ყველაზე დიდი დახმარება საქართველომ აღმოუჩინა, – ამის შესახებ , ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით  ,,ნაციონალურ მოძრაობასა” და მათთან ერთად მყოფ პარტიებს საქართველოს ომში ჩაეთრევა და უკრაინაში მიმდინარე მძიმე ამბების ფონზე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის მიღწევა სურდა.

,,ნაციონალებს” ქვეყნის ინტერესი დაზიანება სურთ. საქართველოში არის რუსეთის მეხუთე კოლონა და მას “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. რუსეთთან ომიდან ორ თვეში საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, აკრძალული ბომბების გამოყენება, ჰუმანიტარული და საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ხელისუფლების ცვლილება რომ არ მომხდარიყო, საქართველო სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებს წააგებდა, რადგან ოთხი წლის განმავლობაში არც ერთ სასამართლოში არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ. საჩივარიც კი არ შეუტანიათ! სარჩელი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს და ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილის თანაგუნდელები ბრალს გვდებდნენ, თითქოს ჩვენი მიზანი იყო მტკიცებულებები ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ ყოფილიყო წარდგენილი, რაც იყო ტყუილი. ეს ჰააგის გუშინდელი გადაწყვეტილებით გამოჩნდა კიდეც”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.