ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის მომხრეა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში  სიკვდილით დასჯის შემოღებაზე ალაპარაკდა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟანკლოდ იუნკერის განცხადებით, თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას დააწესებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ციტირებს.

“თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროკავშირი დაუყოვნებლივ შეწყვეტს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს” , – განაცხადა იუნკერმა.

კომენტარის დატოვება