ენმ: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში გამართა. აქციის მონაწილეები მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”- განაცხადეს აქციაზე გამოსულმა პარტიის ლიდერებმა.

აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, გივი თარგამაძე, გიორგი გაბაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც შეუერთდნენ.

კომენტარის დატოვება