მოქალაქეობის მიღებაზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დარეგისტრირდა

30 მაისს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დარეგისტრირდა და უახლოეს მომავალში პარლამენტის “იურიდიულ კომიტეტში” მოხდება მისი განხილვა.

კანონპროექტის მიხედვით:

1. უცხოელთათვის მკაცრდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება. კერძოდ, უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების არსებული 5 წლიანი (ცხოვრების) ვადა იცვლება 10 წლით!

2. ეთნიკურად ქართველებს (ემიგრანტებს) ვინც ატარებს ქართულ გვარს, თავს თვლის ქართველად, იცის ქართული ენა და საქართველოს ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა!