პირადობების მოწმობის აღება საფასურის გარეშე 31 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი

 

ელექტრონული პირადობის მოწმობები  მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე  იუსტიციის სახლში უფასოდ გაიცემა.  იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო სისტემის დახვეწის პროექტის ფარგლებში მიიღო ამის შესახებ გადაწყვეტილება.  მოქალაქეებს, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც არსად არიან რეგისტრირებულნი,  ან სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებელი მისამართი არ უფიქსირდებათ, საფასურის გადახდის გარეშე  შეუძლიათ აიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები.