არასამთავრობოებმა საზოგადოებას 20 ივნისს ღოღობერიძის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს

11-12 მარტის აჭარის მოვლენის ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მხადასაჭერად დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი „ბათუმის განვითარების ცენტრმა“ და „კორუფციასთან ბრძოლის რეგიონალურმა ცენტრმა“ გამართა. ბრიფინგს ღოღობერიძის მეუღლეც ესწრებოდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა.

არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერაბ ღოღობერიძე საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს დ მთავრობას მის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

დღესვე ბრიფინგზე არასამთავრობოებმა საზოგადოებას 20 ივნისს სასამართლოს ეზოში ღოღობერიძის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.