პოლიციას ლუკა ფეიქრიშვილი დაკავებული რეპერების კლიპის მასიური ატვირთვით ემუქრება

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი

-მინდა გამოვეხმაურო ორი ქართველი რეპერის იანგ მაიკის და ქეი ჯის დაკავებას,შეგახსენებთ მათ გადაიღეს მუსიკალური კლიპი, რომელიც ატვირთეს იუთუბზე,ხოლო პოლიცია მათ აღნიშნული კლიპის წაშლას სთხოვს, ეს არის კიდევ ერთი შეცდომა პოლიციის მხრიდან,ვინაიდან რეპერებმა თავიანთი ნამუშევარი ატვირთეს საიტ იუთუბზე,ეს არის მათი კანონიერი უფლება და იუთუბის წესები ცხადია არ იწერება საქართველოში,ვინაიდან კლიპში არ არის არაფერი ისეთი რაც შეურაწმყოფელია ვინმესთვის ან რამისთვის,თუმცა პოლიციამ ჩათვალა რომ კლიპი უნდა გაქრეს იუთუბიდან,ამ შემთხვევაში პოლიციას კიარ უნდა დაეკავებინა რეპერები,არამედ ოფიციალური წერილით უნდა მიემართა google – ისთვის და აღნიშნული კლიპის ბლოკირება ამ მეთოდით უნდა მოეხდინა,რადგან ასე არ მოიქცნენ გამოდის რომ ისინი უძლურები არიან იუთუბის წინააღდეგ,ადგნენ და პირდაპირ რეპერებს დაარტყეს,შესაბამისად ყოველივე ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

პირადად მე ვპირდები ქართულ პოლიციას,როდესაც კლიპი წაიშლება მინიმუმ 500 ექაუნთით აიტვირთება აღნიშნული კლიპი და განა მარტო იუთუბზე,არამედ ათასობით საიტზე სხვადასხვა ქვეყნიდან, მერე სდიეთ სხვადასხვა იუზერს!

შეგახსენებთ – ვიდეორგოლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მუსიკალურ ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები პოლიციამ დააკავა. მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენას ედავება. მუსიკოსებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.