ხელისუფლებას მხოლოდ კრიტიკა კი არა, შექებაც სჭირდება სამართლიანად…

ირაკლი შიხიაშვილი

-ძალიან მახარებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება, სასოფლო სამეურნეო მიწების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავჯდომარის განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ზრუნავს ქარული სახელმწიფოს სიმტკიცეზე და მის მომავალზე.

მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომელმაც გამოაჩინა მტკიცე ნება, საკთარი ქვეყნის, მიწების მიტაცებისგან, დასაცავად.

ახლა საზრუნავი და სამუშაოა, რომ მიეცეს ქართველ ერს მაქსიმალური შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე შრომით მიღებული დოვლათით, გამდიდრდეს და სახელმწიფოსაც გაუზადოს შემოსავალი!