ბრიტანეთის პარლამენტში კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგა

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ 318 მანდატი მიიღო, ხოლო  ლეიბორისტებმა 262 მანდატი აიღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მანდატების ნახევარზე მეტი ვერც ერთმა პარტიამ ვერ  დააგროვა, გაჩნდა კოალიციის შექმნის აუცილებლობა.

ქვეყნის პრემიერი ტერეზა მეი აცხადებს, რომ კონსერვატორები დემოკრატიულ-იუნიონისტურ პარტიასთან ითანამშრომლებენ.