“რუსეთში რომ დაეჭირათ ხურციძე, ხომ ჩამოიმხობდნენ ლიბერასტები ბუსუსიან პრეზერვატივებს თავზე!..”

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – ამის შესახებ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

ამასთან, სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე კვირაში გადაიხედება.

ფაქტს სოციალურ ქსელში ყველაზე მწვავედ „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა. მან ხელისუფლებაც დაადანაშაულა, არასამთავრობოებიც, მედიაც და განაცხადა – „ამის გადაყლაპვა არ შეიძლება სირცხვილია!“

ჩვენ არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

-რატომ ფიქრობთ, რომ ვინმე რამის „გადაყლაპვას“ აპირებს?

-ერთი პროტესტი არ გამოუხატია არც ერთ ჟურნალისტს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს თუ პოლიტიკურ პარტიას ხურციძის დაკავების გამო, რატომ? იმიტომ რომ ამერიკაში დააკავეს და პროტესტს თუ გამოთქვამენ დაეკარგებათ ამერიკული გრანტები.

ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ და მართლა სამოქალაქო საზოგადოება გაგვაჩნდეს. ახლა ყველა ამერიკის საელჩოს წინ უნდა ვიდგეთ და ვაპროტესტებდეთ ამ უმსგავსობას, თუმცა ჩვენ დოლარზე გაყიდული ხელისუფლება, ოპოზიცია და მთლიანად სამოქალაქო სექტორი გვყავს. ქართველმა ჟურნალისტებმა და ლიბერასტებმა  ვიღაც დამნაშავე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამო „ვენები რო გადაიჭრეს“ და თავზე ტომარები ჩამოიცვეს, მინიმუმ იგივე უნდა გააკეთონ ამერიკის საელჩოს წინ. რუსეთში რომ დაეჭირათ ხურციძე ხომ ჩამოიმხობდნენ ლიბერასტები ბუსუსიან პრეზერვატივებს თავზე!

-2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თქვენი აზრით ახლა რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ?

-კაცს ვიზა ჩაურტყეს, ოფიციალურად გაემგზავრა ამერიკაში, სპორტულ ღონიშზიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა და დააკავეს, არ არის ეს სირცხვილი და ჩვენი ქვეყნისთვის ლაფისდასხმა? რუსეთში რომ დაეჭირათ ხურციძე და ორთვიანი პატიმრობა მიესაჯათ, მითხარით  ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი- ხომ ყველას ყიჟინა ექნებოდა ატეხილი, ხომ გამოაცხადებდნენ რუსეთს ჯოჯოხეთის მაშხალებად? აქ კიდევ რა ხდება – მსოფლიო ჩემპიონი, ერთ- ერთი საუკეთესო მებრძოლი, რომელიც მიიწვიეს ამერიკაში ბრძოლის ჩასატარებლად, აეროპორტში აკავებენ და ორ თვიან წინასწარ პატიმრობას უსჯიან!

-თქვენ მაინც პოლიტიკას უკავშირებთ ამ ყველაფერს. კარგით და მაინც კონკრეტულად რა ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა მხარემ? მითუმეტეს, რომ საქმე რამდენიმე კვირაში გადაიხედება.

-რა ნაბიჯი უნდა გადადგას და საზოგადოება უნდა გამოვიდეს, მხარში დაუდგეს ხურციძეს რომლის დანაშაულიც მხოლოდ და მხოლოდ ის არის ,რომ ამერიკელ სპორცმენებს ხშირად ამარცხებს რინგზე, რაც დიდი ალბათობით არ მოეწონა ვიღაცას ოკეანის გაღმა,

საქართველოს ხელისუფლება თავდებში უნდა ჩაუდგეს ხურციძეს, რათა არც ერთი დღე და საათი ჩემპიონს არ მოუწიოს ციხეში ყოფნა!