გადაკეტილი გზა, გაფიცული სკოლა და ბაღი …

ზუგდიდის რაიონის  სოფელ საჩინოს მოსახლეობა ორი წელია ხელისუფლებისგან გზის შეკეთებას ითხოვს. მათ დღეს პროტესტის ნიშნად წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, პროტესტის ნიშნად გაიფიცა სოფლის საბავშვო ბაღი და სკოლაც.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყურადღებას ას არ აქცევს და  იძულებული გახდნენ გზა ჩაეკეტათ, რათა ამ ფორმით მაინც მიექციათ ხელისუფლების ყურადღება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ისინი ჩაკეტილი გზის გახსნას ცდილობენ. სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი მოხდა, რა დროსაც პოლიცია ერთი პირის დაკავებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.