საკადრო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ ახალი მოადგილეები დანიშნა. ესენი არიან კახაბერ ხურცილავა და სერგო გიორგაძე. თანამდებობა დატოვა ასევე მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამ. ამ პოსტზე გიორგი ელგანდაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

საკადრო ცვლილებების საკითხზე ფინანსთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ხურცილავაც, გიორგაძეც და ელგანდაშვილიც ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდეც უწყებაში საქმიანობდნენ.