„არ დავიღლებით, შევაკვდებით და არ დავთმობთ არაფერს!..”

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის შედეგად დაზარალებულებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას და სიმართლის დადგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

-„არ დავიღლებით, შევაკვდებით და არ დავთმობთ არაფერს. გავშლით კარვებს და ვიბრძოლებთ ბოლომდე“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფება ადვოკატტა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ამბობს, რომ ყველა უნდა დაუდგეს დაზარალებულებს გვერდით.